შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Image

Image

რჩეული სტატია

Image
სალომე ზურაბიშვილისაფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა, მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნებში მან მე-2 ტურში საბოლოოდ გაიმარჯვა და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავა. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.

Image

Image

დღის სტატია

აფრიკის კავშირის ემბლემა
აფრიკის კავშირის ემბლემა

აფრიკის კავშირი — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის 54 სახელმწიფოს. აფრიკის კავშირი დააარსეს 1999 წლის 9 სექტემბერს. აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებმა ლიბიაში გადაწყვიტეს ორგანიზაციის შექმნა. 2002 წლის 9 ივლისს აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია დასახელდა აფრიკის კავშირად.

ორგანიზაციაში შედის აფრიკის ყველა სახელმწიფო გარდა მაროკოსი, რადგანაც კავშირში გაერთიანებულია დასავლეთი საჰარა, რომელსაც მაროკო თავის ტერიტორიად თვლის. 2009 წლის 20 მარტიდან კავშირის წევრობა დროებით შეუჩერდა მადაგასკარს ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კრიზისის გამო. 2012 წელს ორ ქვეყანას შეუჩერდა ასევე დროებით წევრის სტატუსი: 23 მარტს მალის და 17 აპრილს გვინეა-ბისაუს სახელმწიფო გადატრიალებების გამო.

Image

Image

დღის სურათი

წმინდა იუდას ეკლესია, ტამილნადუ, ინდოეთი.
წმინდა იუდას ეკლესია, ტამილნადუ, ინდოეთი.
წმინდა იუდას ეკლესია, ტამილნადუ, ინდოეთი.

Image

Image

სიახლეები

კეიკო ფუხიმორი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


Image

Image

9 ივლისი — ამ დღეს...

აფრიკის კავშირი
აფრიკის კავშირი

Image

Image

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი