გალია
გალია (ლათ. Gallia) — ისტორიული სახელმწიფო ძველი რომის აღმოსავლეთით. გალიას ეკავა საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის მიწები. გარკვეულ პერიოდებში გალიაში შედიოდა პოს დაბლობი, დასავლეთი შვეიცარია, ნიდერლანდებისა და გერმანიის გარკვეული ნაწილები და მდინარე რაინის დასავლეთი სანაპირო. ამ ტერიტორიაზე მკვიდრი გალები ცხოვრობდნენ, რომლებიც გალურ ენაზე საუბრობდნენ, ეს ენა იმდროინდელ ევროპაში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, მას აგრეთვე გააჩნდა სხვადასხვა დიალექტები.
გალების ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა. მოგვიანებით უკვე გალების შესახებ არსებობს მრავალი რომაულ წყარო.
ძველი წელთაღრიცხვის ბოლოსთვის იწება რომაული სახელმწიფოს გაძლიერების პერიოდი. ძვ. წ. 58 წელს იულიუს კეისარი გაგზავნილი იქნა გალიაში რადგანაც მას მოეხდინა ამ ტერიტორიის დამორჩილება, ამას მოჰყვა გალებთან ომი რომელიც ძვ. წ. 58-დან ძვ. წ. 51 წლამდე გრძელდებოდა. გალებთან ომში ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ ალეზიასთან. აქ იულიუს კეისარმა შეძლო მოწინააღმდგეების დამრცხება და სრულიად გალიის დამორჩილება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაელთა მოსვლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გალებით დასახლებული რეგიონების შესახებ წერილობითი ცნობები ძალიან მწირია, ამიტომ, გალების ადრეული ისტორიის კვლევა ძირითადად არქეოლოგიას ეყრდნობა, ხოლო მათი მატერიალური კულტურის, გენეტიკური კავშირის, და ენობრივი დაყოფის ურთიერთმიმართება იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.
V-IV-ე საუკუნეებში ლა-ტენის კულტურის სწრაფი გავრცელების დაწყებამდე აღმოსავლეთ და სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიები გვიანი ბრინჯაოს ხანის ურნების ველის კულტურის (დაახლოებით ძვ. წ. XII–VIII საუკუნეები) ნაწილი იყო, რომლის საფუძველზეც განვითარდა ადრეული რკინის ხანის ჰალშტატის კულტურა (ძვ. წ. VII–VI საუკუნეები). ძვ. წ. 500 წლისთვის ჰალშტატის გავლენა საფრანგეთის უდიდეს ნაწილში მკაფიოდ იგრძნობოდა, გარდა ალპებისა და უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთისა.
ჰალშტატის ამ საფუძვლიდან აღმოცენებული ლა-ტენის კულტურა, სავარაუდოდ, კონტინენტური კელტური კულტურის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა და, დიდი ალბათობით, ბერძნული, ფინიკიური და ეტრუსკული ცივილიზაციების ხმელთაშუაზღვისპირა გავლენასაც განიცდიდა. ეს კულტურა მდინარეების სენის, შუა რაინის და ზემო ელბის გასწვრივ გავრცელდა. ძვ. წ. V საუკუნის ბოლოსთვის ლა-ტენის გავლენა სწრაფად გავრცელდა გალური ტერიტორიის მთელ სივრცეზე. ეს კულტურა გვიანი რკინის ხანის განმავლობაში (ძვ. წ. 450 წლიდან ძვ. წ. I საუკუნეში რომაულ დაპყრობამდე) განვითარდა და აყვავდა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დღევანდელ შვეიცარიაში, ჩრდილოეთ იტალიაში, ავსტრიაში, სამხრეთ გერმანიაში, ბოჰემიაში, მორავიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთშიც. მნიშვნელოვანმა არქეოგენეტიკურმა კვლევამ ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ ბრიტანეთში მიგრაცია გამოავლინა, ძვ. წ 1300-დან ძვ. წ. 800 წლამდე 500-წლიან პერიოდში. მიგრირებული მოსახლეობა გენეტიკურად ყველაზე ახლოს იდგა ძველ გალებთან. მკვლევრები ამას აღწერენ როგორც „ადრეული კელტური ენების ბრიტანეთში გავრცელების დამაჯერებელ ვექტორს“.[1]
გალური კელტების შესახებ ადრეული ინფორმაციის უმთავრესი წყარო აპამეელი პოსეიდონიოსია, რომლის შრომებსაც ციტირებდნენ ტიმაგენე, იულიუს კეისარი, დიოდორე სიცილიელი და ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.[2] ძვ. წ. IV და III საუკუნის დასაწყისში გალური ტომობრივი კონფედერაციები მკვეთრად გაფართოვდა იმ სივრცის მიღმაც, რომელიც მოგვიანებით რომაულ გალიად იქცა, და მოიცვა პანონია, ილირია, ჩრდილოეთ იტალია, ტრანსილვანია და თვით მცირე აზიაც კი. ძვ. წ. II საუკუნისთვის რომაელები განასხვავებდნენ გალია ტრანსალპინას (საფრანგეთის ქალაქ ნარბონის გარშემო ტერიტორია) გალია ციზალპინასგან (თანამედროვე ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორია). თავის „ჩანაწერებში გალიის ომზე“ იულიუს კეისარი გალიაში სამ ეთნიკურ ჯგუფს გამოყოფს: ჩრდილოეთში (დაახლოებით რაინსა და სენას შორის) მცხოვრებ ბელგებს, ცენტრში და არმორიკაში (სენასა და ლუარას შორის) მცხოვრებ კელტებს და სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ აკვიტანებს. სამხრეთ-აღმოსავლეთი უკვე რომაელების მიერ იყო კოლონიზებული. ზოგ მკვლევარს მდინარე სომის ჩრდილოეთით მცხოვრები ბელგები კელტური და გერმანული ელემენტების ნაზავად მიაჩნია, თუმცა მათი ეთნიკური კუთვნილება ზუსტად დადგენილი არ არის.
გალების გარდა, გალიაში სხვა ხალხებიც ცხოვრობდნენ, მაგალითად ბერძნები და ფინიკიელები, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დააარსეს ისეთი კოლონიები, როგორიც იყო მასალია (დღევანდელი მარსელი).[3] ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ლიგურიელებმა კელტებთან შერწყმის შედეგად შექმეს კელტურ-ლიგურიული კულტურა.
რომაელთა შემოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. II საუკუნეში ხმელთაშუა ზღვისპირა გალია მდიდარი რეგიონი იყო. არქეოლოგებისთვის ცნობილია ქალაქები ჩრდილოეთ გალიაში, მათ შორის ბიტურიგების დედაქალაქი ავარიკუმი (ბურჟი), კენაბუმი (ორლეანი), ავტრიკუმი (შარტრი) და ბიბრაქტეს გამოკვლეული ძეგლი, აგრეთვე რამდენიმე ფორტიფიცირებული ტერიტორია, რომლებსაც ომის დროს იყენებდნენ. ხმელთაშუა ზღვისპირა გალიის სიმდიდრემ წაახალისა რომი, ეპასუხა მასალიის მაცხოვრებელთა დახმარების თხოვნაზე, რომლებიც ლიგურიელებისა და გალების კოალიციის მხრიდან თავდასხმებს განიცდიდნენ. რომაელები გალიაში ძვ. წ. 154 და ძვ. წ. 125 წლებში შევიდნენ. პირველ შემთხვევაში ისინი უკან გამობრუნდნენ, მეორედ კი — დარჩნენ. ძვ. წ. 122 წელს რომის კონსულმა გნეუს დომიციუს აჰენობარბუსმა დაამარცხა ალობროგები (გალური ტომი), ხოლო მომდევნო წელს გენერალმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა გაანადგურა არვერნების არმია, რომელსაც მათი მეფე ბიტუიტუსი ხელმძღვანელობდა და რომელიც ალობროგების დასახმარებლად მოდიოდა. რომმა მასალიას მისი მიწები შეუნარჩუნა, ხოლო დაპყრობილი ტომების ტერიტორიები თვითონ მიიერთა. ამ დაპყრობების შედეგად, რომის კონტროლის ქვეშ მოექცა ტერიტორია პირენეებიდან ქვემო რონამდე, აღმოსავლეთით რონის დაბლობიდან ჟენევის ტბამდე. ძვ. წ. 121 წლისთვის რომაელებმა ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონი (მოგვიანებით, ნარბონის გალიის ტერიტორია) დაიკავეს. ამ დაპყრობამ შეარყია გალი არვერნების დომინაცია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Gallic Wars დაარქივებული 2011-09-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Patterson, N.; Isakov, M.; Booth, T. (2021). „Large-scale migration into Britain during the Middle to Late Bronze Age“. Nature. 601 (7894): 588–594. Bibcode:2022Natur.601..588P. doi:10.1038/s41586-021-04287-4. PMC 8889665. PMID 34937049. S2CID 245509501.
- ↑ Berresford Ellis, Peter (1998). The Celts: A History. Caroll & Graf, გვ. 49–50. ISBN 0-7867-1211-2.
- ↑ Dietler, Michael (2010). Archaeologies of Colonialism: Consumption, Entanglement, and Violence in Ancient Mediterranean France. Berkeley: Univ of California Press. ISBN 9780520287570.