შინაარსზე გადასვლა

ვიტუს ბერინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტუს ბერინგი
დან. Vitus Jonassen Bering
Image
დაბ. თარიღი 5 აგვისტო, 1681(1681-08-05)[1]
დაბ. ადგილი ჰორსენსი, დანია-ნორვეგიის კავშირი[2] [3] [1]
გარდ. თარიღი 8 (19) დეკემბერი, 1741[4] [5] [6] [7] (60 წლის) ან 19 დეკემბერი, 1741(1741-12-19)[8] [9] (60 წლის)
გარდ. ადგილი ბერინგი, Russian America, რუსეთის იმპერია[5] [6] [10] [11] [12]
მოქალაქეობა დანიის სამეფო
რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი[2] , hydrographer, საზღვაო ოფიცერი, seafarer[13] და discoverer[13]
მეუღლე Anna Bering
შვილ(ებ)ი Thomas Bering, Anton Bering და Baltasar Bering
ნათესავ(ებ)ი Vitus Bering
ხელმოწერა Image

ვიტუს იონასენ ბერინგი[14] (დან. Vitus Jonassen Bering; დ. 12 აგვისტო 1681, ჰორსენსი, დანია — გ. 19 დეკემბერი 1741, ბერინგის კუნძული, რუსეთი) — დანიური წარმოშობის რუსი ზღვაოსანი. რუსული ფლოტის ოფიცერი. კაპიტან-კომანდორი.

1703 წელს მიიწვიეს რუსეთის სამსახურში. 1724 წლიდან მსახურობდა ბალტიისა და აზოვის ფლოტში. ხელმძღვანელობდა კამჩატკის პირველ ექსპედიციას (1725-1730), რომლის მიზანი იყო დაედგინა აზიასა და ამერიკას შორის ყელისა თუ სრუტის არსებობა.

ექსპედიციამ შემოუარა კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირს, ჩუკოტკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს, გაიარა სრუტე, რომელიც ვერ შეამჩნია, 67° 18′-ზე მხედველობიდან დაკარგა მიწა და დაბრუნდა უკან ისე, რომ სრუტის საკითხი გაურკვეველი დარჩა (შემდეგ ამ სრუტეს ბერინგის სახელი ეწოდა).

1733 წელს ბერინგი დაინიშნა კამჩატკის მეორე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ექსპედიციას უნდა გადაელახა ციმბირი და გამგზავრებულიყო კამჩატკიდან ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირების გამოსაკვლევად. 1741 წლის 17 ივლისს ექსპედიციამ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს მიაღწია. აღმოაჩინა ალეუტის კუნძულების ნაწილი. უკან დაბრუნების დროს ბერინგი გარდაიცვალა კუნძულზე, რომელსაც ამჟამად მისი სახელი ჰქვია.

ბერინგის სახელი ეწოდა აგრეთვე ზღვას წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977.  გვ. 320.
  • Берг Л. С., Открытие Камчатки и экспедиции Беринга. 1725—1742, 3 изд., М.—Л., 1946;
  • Белов М. И., Арктическое мореплавание с древнейших времен до середины 19 в., М., 1956;
  • Греков В. И., Очерки из истории русских географических исследований в 1725—1765 гг., М., 1960.
  1. 1 2 Den Store Danske Encyklopædi — 1994.
  2. 1 2 Nordisk familjebok — 1876.
  3. http://gcaptain.com/maritime-monday-may-twenty-twentythirteen-iceicebaby/
  4. А. Крубер Беринг, Витус // Барыкова — Бессалько — 1927. — Т. 5.
  5. 1 2 Salmonsens Konversationsleksikon
  6. 1 2 Dansk Biografisk Lexikon
  7. Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  8. Dansk Biografisk Leksikon, 3. udgave — 3 — 1984.
  9. lex.dk
  10. https://escholarship.org/uc/item/03g4f31t.pdf
  11. http://cs.mcgill.ca/~rwest/wikispeedia/wpcd/wp/v/Vitus_Bering.htm
  12. http://blog.yovisto.com/georg-wilhelm-steller-and-the-great-nordic-expedition/
  13. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118656163 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  14. საბუთებში ხშირად მოიხსენიება როგორც ივანე ივანეს ძე ბერინგი.