Xbox (სერია)
| Xbox | |
|---|---|
|
ოფიციალური ლოგო | |
| ვიდეო თამაშები | |
| მფლობელი | Microsoft Gaming |
| ქვეყანა | აშშ |
| წარდგენილი | 15 ნოემბერი, 2001 |
| ბაზრები | მსოფლიოში |
| დარეგისტრირებულია როგორც სავაჭრო ნიშანი | მსოფლიოში |
| ტეგლაინი | „კარგი დღეა სათამაშოდ. როცა ყველა თამაშობს, ჩვენ ყველა ვიმარჯვებთ“. |
Xbox — ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, რომელიც შედგება ოთხი ძირითადი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლის ხაზისგან, აგრეთვე აპლიკაციებისგან (თამაშები), სტრიმინგ სერვისისგან Xbox Cloud Gaming და ონლაინ სერვისებისგან, როგორიცაა Xbox network და Xbox Game Pass. ბრენდს აწარმოებს Microsoft Gaming, Microsoft-ის განყოფილება.
ორიგინალი Xbox გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 2001 წლის 15 ნოემბერს, იაპონიაში 2002 წლის 22 თებერვალს, ხოლო ავსტრალიასა და ევროპაში 2002 წლის 14 მარტს, რაც Microsoft-ის შემოსვლას ნიშნავდა სათამაშო კონსოლების ბაზარზე. როგორც ვიდეო თამაშების კონსოლების მეექვსე თაობის წევრი, Xbox კონკურენციას უწევდა Sony-ს PlayStation 2-ს, Sega-ს Dreamcast-ს (რომლის გაყიდვებიც აშშ-ში Xbox-ის გამოშვებამდე შეწყდა) და Nintendo-ს GameCube-ს. 2022 წელს Microsoft-მა გააფართოვა სათამაშო ბიზნესი და Xbox-ის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ის ახლად ჩამოყალიბებული Microsoft Gaming განყოფილების ნაწილად აქცია. Microsoft Gaming-ის ფარგლებში, Xbox-ის პირველი მხარის გამომცემლები არიან Xbox Game Studios, ZeniMax Media (Bethesda Softworks) და Activision Blizzard (Activision, Blizzard Entertainment და King), რომლებსაც ეკუთვნით მრავალი სტუდია და წარმატებული ფრენჩაიზები. ის აგრეთვე ცნობილია ოთხი საკულტო ღილაკით (
,
,
,
).
ორიგინალი Xbox-ის გაყიდვები 2006 წლის მაისისთვის 24 მილიონ ერთეულზე მეტს შეადგენდა.[1] Microsoft-ის მეორე კონსოლი, Xbox 360, გამოვიდა 2005 წელს და 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით 86 მილიონი ერთეული გაიყიდა. მესამე კონსოლი, Xbox One, გამოვიდა 2013 წლის ნოემბერში და გაიყიდა 58 მილიონი ერთეული.[2] Xbox-ის კონსოლების მეოთხე ხაზი, Xbox Series X და Series S, გამოვიდა 2020 წლის ნოემბერში. Xbox-ის ხელმძღვანელია ფილ სპენსერი, რომელმაც 2014 წლის მარტში ყოფილი ხელმძღვანელი მარკ უიტენი ჩაანაცვლა.[3][4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Xbox კონტროლერით
- მარცხნივ: Xbox 360 Elite და მარჯვნივ: Xbox 360 S კონტროლერით
- მარცხნივ: Xbox Series X და მარჯვნივ Xbox Series S კონტროლერით
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Xbox (სერია)“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gamers Catch Their Breath as Xbox 360 and Xbox Live Reinvent Next-Generation Gaming. Microsoft (May 10, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2008. ციტირების თარიღი: March 30, 2009
- ↑ Xbox Series X/S Has Sold 21 Million Units, Xbox One at 58 Million, as Per Microsoft Brazil Presentation. ციტირების თარიღი: 1 July 2023
- ↑ Gilbert, Ben. (April 10, 2014) Getting to know Microsoft's new Xbox lead, Phil Spencer. Engadget. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 12, 2014. ციტირების თარიღი: May 9, 2014
- ↑ Satya Nadella email to employees on tuning our organization. Microsoft (March 31, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2014. ციტირების თარიღი: April 6, 2014
- Xbox
- 2000-იანი წლები ვიდეო თამაშებში
- 2000-იანების სათამაშოები
- 2001 წელი ვიდეო თამაშებში
- 2010-იანი წლები ვიდეო თამაშებში
- 2010-იანი წლების სათამაშოები
- 2001 წლის კომპიუტერთან დაკავშირებული სიახლეები
- სახლის ვიდეო თამაშების კონსოლები
- Microsoft-ის ვიდეო თამაშების კონსოლები
- Microsoft Gaming
- 2001 წელს წარმოდგენილი პროდუქტები